1 7 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბოლო მესიჯები ნატოს ჩიკაგოს სამიტის წინ

ჩამოტვირთვა

საქართველო გახდება ნატოს წევრი-ასეთი იყო ნატოს გენერალური მდივნის ანდრეს ფოგ რასმუსენისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი გზავნილი. მხარეებმა თანამშროლობის გაგრძელების ფორმებსა და საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას და აღიარებს მას ნატოსთან თანამშრომლობის საუკეთესო მოდელად. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები დეტალურად გააცნო. მიხეილ სააკაშვილმა რასმუსენს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო არჩეული კურსით სვლას და რეფომრების გატარებას აგრძელებს. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნის ელჩები და საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ესწრებოდა. კომისიაზე ქართველმა დელეგატებმა საქართველოში ბოლო დროს განხორციერლებული რეფომრები გავნეს. ისაუბრეს საქართველოს „აისაფის“ მისიაში მონაწილეობისა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზეც. როგორც ქართველი დეპუტატები და ექსპერტები აღნიშნავენ, ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების ლოგიკური დასასრული ალიანსში ინტეგრაცია იქნება. 18 აპრილს ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაა დაგეგმილი, რომელსაც საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. 20-21 მაისს კი ჩიკაგოში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები