მსოფლიო
გიგი წერეთელმა მალაიზიაში დაკავებული ქართველების გათავისუფლების საქმეში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა
2012-04-02 18:58:58
ჩამოტვირთვა
პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გიგი წერეთელმა მალაიზიაში დაკავებული ქართველების საქმეში მონაწილე პირებს მადლობა გადაუხადა. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მალაიზიაში დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს მალაიზიურმა სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს. ნარკოტრეფიკი კი მალაიზიაში სიკვდილით, კერძოდ ჩამოხრჩობით ისჯება.
რაც შეეხება კოხტაშვილთან ერთად დაკავებულ ბაბუცა გორდაძეს, ამ ეტაპზე მისი საქმის განხილვა მიმდინარეობს. წერეთელმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის - დავით საყვარელიძის მონაწილეობა აღნიშნულ საქმეში. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ბაბუცა გორდაძესაც სასჯელი შემსუბუქდება.
ვიცე-სპიკერმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, აფხაზეთში დაკავებული მეზღვაურების გათავისუფლების თემაზეც ისაუბრა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, გიორგი კარბელაშვილს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, კარბელაშვილის აქტიური მუშაობის შედეგად ათთვიანი ტყვეობიდან ოთხი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება მოხერხდა.
კომენტარები