პოლიტიკა
ბესელიამ „ოცნება“ დატოვა
2012-04-02 19:20:58
ჩამოტვირთვა
ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დატოვა. ამის მიზეზი ეკა ბესელიასა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის შეკამათება გახდა, რაც გუშინ "ბიზნეს ცენტრში" ხმამაღალ ჩხუბში გადაიზარდა. ეკა ბესელია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ის აღარაა ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი, მისი ჩანაცვლება ზაქარია ქუცნაშვილით და სხვა ადვოკატებით მოხდა. ეკა ბესელია არ შეიყვანეს "ქართული ოცნების" საინიციატივო ჯგუფში, აღარ აჩენენ მას საჯარო თავყრილობებზე. სწორედ ამ პრეტენზიებით მიმართა ეკა ბესელიამ გუშინ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მას კარისკენ მიუთითა, ამაზე გაბრაზებულმა ადვოკატმა "ისტერიკა" მოაწყო.ეს ინფორმაცია 1 აპრილს "ჯეონიუსს" ეკა ბესელიას "მეგობარმა" მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხმები, ბესელიას ქართული ოცნებიდან წასვლის შესახებ, უკვე დიდი ხანია ვრცელდება, რეალტივისთან საუბარში მან, სააგენტოს ინფორმაციას, საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა.
კომენტარები