მსოფლიო
საქართველო რუსეთს ძალის გამოუყენებლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს
2012-04-02 14:35:51
ჩამოტვირთვა
საქართველომ რუსეთს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების შესრულებისკენ ჟენევის ფომრატში კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების შესრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა რუსეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები იგეგმება.
საქართველოს საგარეო უწყება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის დანიშვნას გამოეხმაურა. უწყებაში იმედოვნებენ, რომ ელჩის ამ პოსტზე დანშვნით ამერიკისა და სქართველოს შორის მჭიდრო-მოკავშირეული ურთიერთობები კვლავ შენარჩუნდება.
საგარეო უწყება კომპანია „ბილაინის“ რუსული საიტის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მოხსენიების ფაქტსაც გამოეხმაურა. როგორც ნინო კალანდაძემ აღნიშნა, ქართული მხარე ამ საკითხს შევიაცარიის ელჩთან დააყენებს და იმედოვნებს რომ შესაბამისი რეაგირება მოხდება.
კომენტარები