1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ივანიშვილის ღია წერილს საქართველოში ამერიკის ელჩი პასუხობს

ჩამოტვირთვა

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს საქართველოში ამერიკის ელჩი პასუხობს. ჯონ ბასი თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკული სოციოლოგიური კვლევის კომპანიების ავტორიტეტულობას და პრესტიჟს. წერილში ნათქვამია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი არაკომერციული, არაპარტიული ორგანიზაციაა, რომელიც 20 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მეტ ჩართულობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდას. მისი პროგრამები დაფინანსებულია სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის, შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 23 მარტს გამოაქვეყნა, ამერიკის მთავრობას არ დაუფინანსებია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, მათ შორის, საზოგადოებრივი აზრის კვლევით, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა შეხედულებების გარკვევაში გვეხმარება. ამგვარი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ასპექტია იმის განსაზღვრა, თუ რომელი საკითხები აღელვებს საზოგადოებას ყველაზე მეტად. კვლევები პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება, უკეთ უპასუხონ საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს. დარწმუნებულნი ვართ, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევები პროფესიულადაა ჩატარებული და ლეგიტიმურ მეთოდოლოგიას ეფუძნება. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ინფორმაცია და ანალიზი, რომელსაც გვთავაზობს კვლევა და ის, თუ კვლევის შედეგების რა ცალკეულ ასპექტებზე აპელირებენ ინდივიდუალური მედიასაშუალებები, პოლიტიკური პარტიები და სხვა ორგანიზაციები", - ნათქვამია ჯონ ბასის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები