მსოფლიო
ივანიშვილი და „მეოცნებეები“ რუსული ფულით იკვებებიან
2012-03-30 23:59:50
ჩამოტვირთვა
დასავლური ორიენტაცია თუ რუსული კვალის დაფარვის მცდელობა,ბიძინა ივანიშვილის კოალიციის წევრები ლობისტურ კომპანიებთან ვაშინგტონში თანამშრომლობენ.
სინამდვილეში კი დასავლური კომპანიები რუსული ფულით საზრდოობენ და რუსული პრესსამსახურების მითითებებს ასრულებენ.
როგორ იფარება რუსული კვალი და ვინ უზრუნველყოფს ოცნებელებისა და რუსი სპეცსამსახურების კავშირს ,ამის შესახებ დღეს ინტერნეტგამოცემა პრესა.ჯი ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს.
პრესა.ჯის ინფორმაციით, ცნობილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამოდენიმე დიდ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება დადო, რომლებიც გულმოდგინედ მუშაობენ საქართველოს იმიჯის ნეგატიურად წარმოჩენისათვის.
როგორც ინტერნეტ გამოცემის გამოძიებით ირკვევა , ივანიშვილის კოალიციის წევრი თინა ხიდაშელი , წარმატებით თანამშრომლობს ასლან აბაშიძის მთავრობის ყოფილ დეპუტატთან ცოტნე ბაკურიასთან ,რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია რუს სპეცსამსახურებთან.
ამერიკაში „ქართული ოცნების“ ლობისტურ ოპერაციებს თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს. მან გააფორმა ხელშეკრულება ვაშინგტონის დიდ ლობისტურ კომპანიასთან - „პატონ ბოგგსთან“.
რა როლს ასრულებს ბატონი ივანიშვილის ლობისტურ საქმიანობაში რუსეთი და რუსული პოლიტიკური ინტერესები. რა კავშირშია თინა ხიდაშელი და ხომ არ ფარისევლობს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერი, როდესაც ლაპარაკობს დასავლურ ორიენტაციაზე?
როგორც ჩვენ ვაშინგტონში გვითხრეს, ბიძინა ივანიშვილის პიარ კომპანიას პერსონალურად ხელმძღვანელობს ორი ადამიანი: ესენი არიან ჟურნალისტი სტეფანი მანსფილდი და მისი მეუღლე, ასლან აბაშიძის პარტიის ყოფილი ლიდერი, ცოტნე ბაკურია.
„რესპუბლიკელები“ ყოველთვის ამაყობდნენ იმით ,რომ ასლან აბაშიძის რეჟიმს ებრზოდნენ, თუმცა, დღეს მათი და ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ კამპანიას ვაშინგტონში, აჭარელი ფეოდალის, ასლან აბაშიძის პარტიის ხელმძღვანელი ცოტნე ბაკურია უდგას სათავეში.
აჭარის,, დემოკრატიული აღორძინების კავშირის“ ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სახე ცოტა ხნის წინ რუსული ტელევიზიით გამოდიოდა და ქართულ-რუსულ ომში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა.
ეს არ არის 2003 წლის ჩანაწერი. მოგვიანებით, 2009 და 2010 წელს ბაკურია ხშირად ახმოვანებდა ოკუპანტ პუტინის პოზიციას. მისი და მისი მეუღლის კომპანია კი პუტინის ახლო მეგობარი ოლიგარქების მომსახურებით იყო დაკავებული.
თინა ხიდაშელის მიერ ამ ფაქტის გასაიდუმლოების მიუხედავად ,ვაშინგტონსი ყველამ იცის ,რომ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ლობისტების უკან ბაკურია და მისი ცოლი დგანან.
„პრესა.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურიასა და მისი მეუღლის მიერ წარმოებული პიარ კამპანიის უკან პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი ოლიგარქი იმალება - სერგეი ვერემეენკო.
სწორედ მისი დამხარებით მოხდა ბიძინა ივანიშვილის „ფორბსთან“ დაკავშირება, რომელიც რატომღაც ამ ჟურნალის მოსკოვის ოფისიდან განხორციელდა, მაშინ როდესაც „ფორბსს“ ოფისი თბილისშიც აქვს.
ვერემეენკო ახდენს ქალბატონი ხიდაშელისა და ბატონი ბაკურიას ფარული პიარ ხარჯების ანაზრაურებასაც. გარდა ივანიშვილის მიერ გაწეული პირდაპირი ხარჯებისა, ვერემეენკოს საშუალებით პუტინი ფარავს საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობის „შავი ბუღალტერიის“ დაფინანსებას.
ვაშინგტონში ამჟამად მიმდინარე პიარ კამპანია საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ რუსული სახელმწიფო კაპიტალის მიერ არის დაფინანსებული. ივანიშვილის უშუალო თანხების გარდა, აქ მონაწილეობს სხვადასხვა რუსი ოლიგარქების კაპიტალიც.
56 წლის ვერემეენკოს წლიური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარია. ის ბაშკირეთის რესპუბლიკის ნავთობით მდიდარ ქალაქ უფაში დაიბადა. უმაღლესი განათლება უფას ნავთობის ინსტიტუში მიიღო და აქვე მუშაობდა ლაბორატორიაში. მეგობრობდა მურთაზა რახიმოვთან, რომელიც, მოგვიანებით, ბაშკირეთის პრეზიდენტი გახდა.
1992 წელს ვერემეენკო შეხვდა სერგეი პუგაჩევს, რომელთან ერთადაც საერთაშორისო ინდუსტრიული ბანკი ჩამოაყალიბა და მის მმართველადაც თავად ვერემეენკო დაინიშნა.
2004 წელს რუსი ოლიგარქი ბაშკირეთის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. იმავე წელს გაწყვიტა ურთიერთობა პუგაჩევთან.
ამჟამად ოლიგარქი სამშენებლო საქმიანობით არის დაკავებული და ფლობს მიწებს მოსკოვის საზღვრებს გარეთ.
ამ ყველაფრის შემდეგ ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელსაც პასუხი ოლიგარქმა და მის კოალიციაში შემავალმა მეოცნებეებმა უნდა გასცენ . რადგან ბიზინ აივანიშვილი ,როგორც თავად აცხადებდა, ნინო ბურჯანაძეს სწორედ ჩრდილოური კურსის გამო იწუნებდა და საკუთარი კოალიციის დასავლურ ორიენტაციას უსვამდა ხაზს. (ხიდაშელის პასუხი )როგორც ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნავენ ოლიგარქის გარშემო შემოკრებილი მეოცნებელთათვის მსგავსი კავშირები უცხო ნამდვილად არ უნდა იყოს.
როგორც პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია აღნიშნავს , ბაკურიას მსგავსი პოლიტიკოსებისაგან კრემლის ოცნებების გახმიანება უცხო ამაბავი არ არის. დასავლურ ორგანიზაციებთან რუსული კავშირის დამალვის მცდელობა კი მისი თქმით, რუსული სპეცსამსახურების აპრობირებული მეთოდია.
პრესა.ჯის ინფორმაციაზე არაფერს ამბობენ რესპუბლიკელები,მას შემდეგ ,რაც აიტივი თინა ხიდაშელს ვერ დაუკავშირდა, ლევან ბერძენიშვილის ტელეფონით ჩაწერა სცადა. ბერძენიშვილისთვის თემა ,რის გამოც ჩვენ ვუკავშირდებოდით უცხო არ აღმოჩნდა,რადგან პირველივე წინადადების შემდეგ ლანძღვაზე გადავიდა.
პრესა.ჯი სტატიის დასასრულს იმედს იტოვებს ,რომ ბატონი ივანიშვილი განმარტავს - რატომ საყვედურობდა ნინო ბურჯანაძეს პუტინთან ღიად შეხვედრას მაშინ, როცა ოლიგარქის ემისრებს ვაშინგტონში, ასლან აბაშიძის ნარჩენები პატრონობენ.
კომენტარები