1 7 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივანიშვილის პიარ-კამპანიის უკან რუსი ოლიგარქი დგას

ჩამოტვირთვა

სერგეი ვერემეენკო ერთერთია იმ რუს ოლიგარქებს შორის, რომლებიც ვაშინგტონში საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პიარ-კამპანიას აფინანსებენ. სწორედ ვერემეენკო ანაზღაურებს თინა ხიდაშელისა და ცოტნე ბაკურიას ფარულ პიარ-ხარჯებსაც. ხიდაშელი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ვაშინგტონში ყველამ იცის, რომ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ლობისტების უკან ბაკურია და მისი ცოლი დგანან. გარდა ივანიშვილის მიერ გაწეული პირდაპირი ხარჯებისა, ვერემეენკოს საშუალებით პუტინი ფარავს საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობის „შავი ბუღალტერიის“ დაფინანსებას. 56 წლის ვერემეენკოს წლიური შემოსავალი 1.4 მილიარდი დოლარია. ის ბაშკირეთის რესპუბლიკის ნავთობით მდიდარ ქალაქ უფაში დაიბადა. უმაღლესი განათლება უფას ნავთობის ინსტიტუში მიიღო და აქვე მუშაობდა ლაბორატორიაში. მეგობრობდა მურთაზა რახიმოვთან, რომელიც, მოგვიანებით, ბაშკირეთის პრეზიდენტი გახდა. 1992 წელს ვერემეენკო შეხვდა სერგეი პუგაჩევს, რომელთან ერთადაც საერთაშორისო ინდუსტრიული ბანკი ჩამოაყალიბა და მის მმართველადაც თავად ვერემეენკო დაინიშნა. 2004 წელს რუსი ოლიგარქი ბაშკირეთის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა, თუმცა, მოგვიანებით, საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. იმავე წელს გაწყვიტა ურთიერთობა პუგაჩევთან. ამჟამად ოლიგარქი სამშენებლო საქმიანობით არის დაკავებული და ფლობს მიწებს მოსკოვის საზღვრებს გარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები