1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კრემლის მორიგი პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ

ჩამოტვირთვა

საქართველოს მიმართ რუსეთის მოსახლეობის უარყოფითი განწყობა, კრემლის პროპაგანდის შედეგია, ასე აფასებენ ქართველი ექსპერტები რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული სოციალური კვლევების შედეგებს. როგორც კვლევების საფუძველზე ირკვევა, რუსეთის მოსახლეობის 54% საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკით უკმაყოფილოა. ,,ლევადა ცენტრმა’’ მოსახლეობა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხზეც გამოკითხა, უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგი რუსი მოქალაქეების 56% –ი აღმოჩნდა. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის გამოკითხვის შედეგებიდანვე ირკვევა, რომ რუსეთის მოსახლეობა განსაკუთრებულ კეთილგანწყობას ევროკავშირის მიმართ გამოხატავს. ,,საქართველო რუსეთის მოქალაქეებს უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე უარს ეუბნება’’ – დღეს რუსული მედია კვლევაში ასახული პროცენტული მაჩვენებლების ახსნას, სხვადასხვა მიზეზს უკავშირებდა, საქართველოში კი თვლიან, რომ არ არის გამორიცხული ,,ლევადა ცენტრის’’ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, კრემლმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე უარის თქმის მიზეზად გამოიყენოს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგიური ბერკეტი ანტიამერიკანიზმია, მაშინ სულაც არ არის გასაკვირი, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან თავის მოქალაქეებზე განხორციელებულ ანტიპროპაგანდისტულ ქმედებებში, ამერიკასთან ერთად საქართველოც მოექცა, როგორც ამერიკის პოლიტიკის გამგრძელებელი რუსეთის საზღვრებთან. თუმცა, როგორც სჩანს დიდ რუსეთში დროსთან ერთად რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდის ქვეშ, სულ უფრო ცოტა მოქალაქე ექცევა, რადგან ჯერ კიდევ 2011 წლის აგვისტოში ,,ლევადა ცენტრის’’ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით საქართველოს პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას, რუსეთის მოსახლეობის 15%–ით მეტი გამოხატავდა. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდანაც ნათლად სჩანს, რომ საქართველოს მსგავსად რუსეთი უვიზო რეჯიმის შემოღებას არ აპირებს, თუმცა ფაქტია, რომ დასავლეთი საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის მსგავსად, შემხვედრ ნაბიჯს რუსეთის მხრიდანაც ელოდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები