1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რა კავშირია თინა ხიდაშელსა და ასლან აბაშიძის პარტიის ყოფილ ლიდერს შორის?

ჩამოტვირთვა

როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს იმიჯის ნეგატიურად წარმოჩენისათვის, რამდენიმე დიდ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამერიკაში „ქართული ოცნების“ ლობისტურ ოპერაციებს თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ვაშინგტონის დიდ ლობისტურ კომპანია - „პატონ ბოგგსთან“ დადო შეთანხმება. სწორედ ამის შემდეგ, დაიწყო ამერიკულ გაზეთებში საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ნეგატიური ინფორმაციების მთელი კასკადის გამოქვეყნება. ვინ არის „ქართული ოცნების“ ლობისტური მანქანის წარმმართველი ძალა ამერიკაში? ამ მიზნით ინტერნეტპორტალმა “პრესა.ჯი-მ მცირე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. ცოტა ხნის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლური ორიენტაცია აქვს. მან ნინო ბურჯანაძესა და სხვა პოლიტიკოსებს იმაზე მიუთითა, რომ რუსეთთან კავშირის დამყარება არ შეიძლება. რა როლს ასრულებს ბატონი ივანიშვილის ლობისტურ საქმიანობაში რუსეთი და რუსული პოლიტიკური ინტერესები. კერძოდ, რა კავშირშია თინა ხიდაშელი და ხომ არ ფარისევლობს „ქართული ოცნების“ სხვადასხვა ლიდერი, როდესაც დასავლურ ორიენტაციაზე ლაპარაკობს? ინტერნეტპორტალი პრესა.ჯი იუწყება: „როგორც ჩვენ ვაშინგტონში გვითხრეს, ბიძინა ივანიშვილის პიარ კამპანიას პერსონალურად ხელმძღვანელობს ორი ადამიანი: სტეფანი მანსფილდი და მისი მეუღლე, ასლან აბაშიძის პარტიის ყოფილი ლიდერი, ცოტნე ბაკურია. ისინი ლობისტურ კომპანია PCI Communications, Inc. წარმოადგენენ. „რესპუბლიკელები“ ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, თუმცა დღეს მათი და ბიძინა ივანიშვილის ლობისტურ კამპანიას ვაშინგტონში, აჭარელი ფეოდალის, ასლან აბაშიძის პარტიის ხელმძღვანელი უდგას სათავეში. მეტიც, ცოტნე ბაკურია ცოტა ხნის წინ რუსული ტელევიზიით გამოდიოდა და ქართულ-რუსულ ომში საქართველოს საჯაროდ ადანაშაულებდა.“ 2009 და 2010 წელს ბაკურია ხშირად ახმოვანებდა ოკუპანტ პუტინის პოზიციას. მისი და მისი მეუღლის კომპანია კი პუტინის ახლო მეგობარი ოლიგარქების მომსახურებით იყო დაკავებული. თინა ხიდაშელი ბაკურიასთან თანამშრომლობას არ ამხელს, თუმცა ვაშინგტონში ყველამ იცის, რომ ბატონი ივანიშვილის პოლიტიკური ლობისტების უკან ბაკურია და მისი ცოლი დგანან. „პრესა.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ბაკურიასა და მისი მეუღლის მიერ წარმოებული პიარ კამპანიის უკან პუტინთან დაახლოებული კიდევ ერთი ოლიგარქი დგას - სერგეი ვერემეენკო. სწორედ მისი დამხარებით მოხდა ბიძინა ივანიშვილის „ფორბსთან“ დაკავშირება, რომელიც რატომღაც ამ ჟურნალის მოსკოვის ოფისიდან განხორციელდა, მაშინ როდესაც „ფორბსს“ ოფისი თბილისშიც აქვს. ვერემეენკო ქალბატონი ხიდაშელისა და ბატონი ბაკურიას ფარულ პიარ ხარჯებსაც ანაზღაურებს. გარდა ივანიშვილის მიერ გაწეული პირდაპირი ხარჯებისა, ვერემეენკოს საშუალებით, პუტინი ფარავს საქართველოს საწინააღმდეგო ლობისტური საქმიანობის „შავი ბუღალტერიის“ დაფინანსებას. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული რუსული პიარკამპანია, რუსული კაპიტალით ფინანსდება. ივანიშვილის უშუალო თანხების გარდა, ამ პროცესებში მონაწილეობს სხვა რუსი ოლიგარქების მილიონებიც. სწორედ ამიტომაა, რომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ ინგლისურენოვან არხზე ბაკურია დროდადრო გამოდის და საქართველოს ხელისუფლების დამხობას ითხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები