პოლიტიკა
ხმაური პარლამენტის სხდომაზე - ოპოზიციის მორიგი შოუ
2012-03-29 20:56:08
ჩამოტვირთვა
ხმაური პარლამენტის სხდომაზე და ოპოზიციის მორიგი შოუ. „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. ფრაქციის წევრები აცხადებდნენ, რომ მათ სამთავრობო საათზე უშუალოდ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები მოიწვიეს და, შესაბამისად, მათგან ელოდნენ პასუხების მიღებას. პლენარულ სხდომაზე მივლინების გამო, მისვლა ვერ შეძლო იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა. ასევე სხდომაზე გარკვეული მიზეზების გამო, არ იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. თუმცა როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, ჯონდი ბაღათურიამ, თავის დროზე, თანხმობა განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის ნაცვლად, სხდომაზე მისი მოადგილე მისულიყო. მათივე თქმით, ოპოზიციას ამ ნაბიჯით, მხოლოდ შოუს დადგმა სურდა.
თუმცა პარლამენტის პლენარულ სესიას ესწრებოდნენ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი მოადგილეები. სამთავრობო საათი ფრაქცია ერთობა სამართლიანობისთვის წევრების ინიციატივით გაიმართა. ფრაქციის წევრებმა კითხვები შესაბამის უწყებებს წინასწარ გადაუგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ ფრაქციის წევრებმა სამთავრობო საათი დატოვეს, მინისტრის მოადგილეებმა მათ მიერ გადაგზვანილ კითხვებს მაინც უპასუხეს და პრეზენტაციებიც გამართეს. დეპუტატების თქმით, ისინი სამთავრობო საათს კვლავ გამართავენ და მინისტრებს მომავალ კვირაში ისევ მოიწვევენ.
კომენტარები