1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დომინიკ სტროს-კანმა აღიარა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა

ჩამოტვირთვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა დომინიკ სტროს კანმა, რომელსაც პროსტიტუციის ხელშეწყობა ედება ბრალად, აღიარა, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებსაც საღამოებზე იწვევდა, დაშიფრულ ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. ფრანგული გამოცემა "ლემონდის" ცნობით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა სტროს-კანის დაკითხვის აუდიოჩანაწერი, სადაც სტროს კანი ამ ფაქტს აღიარებს. თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, სტროს კანმა არ იცოდა, რომ ქალებს, რომლებიც აღნიშნულ საღამოებს ესწრებოდნენ, ფულს უხდიდნენ. ამის პარალელურად, ნიუ-იორკში დაიწყო სტროს-კანის წინააღმდეგ შეტანილი სამოქალაქო სარჩელის განხილვა, რომელიც სასტუმრო "სოფიტელის" მოახლემ შეიტანა. ნაფისატუ დიალო, რომელმაც ერთი საქმე უკვე წააგო, მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები