1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რუსეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას კვლავ ვერ ეგუება

ჩამოტვირთვა

რუსეთი საქართველოსა და ამერიკის თანამშრომლობას და ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვას კვლავ ვერ ეგუება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართველი სამხედროების ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა. აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს. ლუკაშევიჩის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მილიტარიზაციას და ნატო-ს წევრობისთვის მომზადებას ემსახურება. რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელი შიშობს, რომ შესაძლოა საქართველომ ეს შეიარაღება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის და იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები