1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

NDI-ის კვლევის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს

ჩამოტვირთვა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პარტიული რეიტინგი გამოაქვეყნა. NDI-ის კითხვაზე - რომელი პარტიაა თქვენთან ყველაზე ახლოს? მონაცემები ასე გადანაწილდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და პრობლემებზე რეაგირება - სწორედ ეს კრიტერიუმები აძლევს ხალხს იმის წინაპირობას, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭიროს. ასე განმარტავს საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, გიგი წერეთელი, NDI -ის კვლევის შედეგებს და ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით მიღებული მაღალი მაჩვენებელი მოსახლეობის ნდობაზე მეტყველებს, რაც კანონმდებლებს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი, ლევან ვეფხვაძე, NDI -ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ პარლამენტში სამი პარტია შედის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანება“ და „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“. NDI -ის კვლევის ფარგლებში, ოპოზიციონერ წევრთა მიმართ, მოსახლეობის დამოკიდებულებაც გამოვლინდა. გამოკითხულთა 54%-ი ქდმ-ს ლიდერის, გიორგი თარგამაძის, მიმართ დადებითად, ხოლო 29 %-ი უარყოფითად არის განწყობილი. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეების 31%-ი უარყოფითად აფასებს. რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას, ის გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს. NDI –მ კვლევა 22 თებერვლიდან 5 მარტამდე საქართველოს მასშტაბით ჩაატარა. პირისპირი ინტერვიუს საფუძველზე 3161 ადამიანი გამოიკითხა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები