1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ სცნობს!“

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 20 მარტიდან პროფესიულ კოლეჯში სწავლის ორი ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. მისივე თქმით, გრძელდება პროფესიული გადამზადების ათას ლარიანი ვაუჩერების დარიგება. მანანა მანჯგალაძე აცხადებს, რომ აქცენტი გაკეთებულია სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროებზე. დღესვე, პრეზიდენტის პრესსპიკერი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს, ე.წ. არჩევნებს, რომელიც ოკუპაციისა და ეთნოწმენდის პირობებში და საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოებს მიღმა ჩატარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები