მსოფლიო
პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს
2012-03-27 15:02:51
ჩამოტვირთვა
პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტი კონტროლის პალატის უფლებების და ყადაღის პროცედურების დაზუსტებას ითვალისწინებს, გადაიხედება პოლიტიკურ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირის ცნებაც.
ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციისა და მათ მიერ შეთავაზებული ინიციატივების გათვალისწინებით შემუშავდა.
კანონში შესატანი ცვლილებების საბოლოო ვარიანტზე ხუთშაბათს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, პარსკევს კი კანონს პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
კომენტარები