1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვანო მერაბიშვილი მზად არის, პარლამენტში სამთავრობო საათზე მივიდეს

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მზად არის, ფრაქციის, "ერთობა სამართლიანობისთვის" მოთხოვნით, მიმდინარე კვირას პარლამენტში, სამთავრობო საათზე მივიდეს. ამის შესახებ დეპუტატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ აცნობა. ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" სამთავრობო საათზე შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი დაიბარა და მათ შესაბამისი კითხვებიც გადაუგზავნა. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი 28 – 30 მარტს მივლინებით უკრაინაში მიემგზავრება და სამთავრობო საათზე ამ მიზეზით ვერ გამოცხადდება, ვანო მერაბიშვილი კი მზად არის, პარლამენტში მივიდეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები