პოლიტიკა
ამერიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს
2012-03-27 11:45:23
ჩამოტვირთვა
ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა,ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონებში აფხაზეთში 24 მარტს და სამხრეთ ოსეთში 25 მარტს ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ნულანდის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები და დააბრუნოს სამხედროები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა,აღნიშნულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად მიწოდება უზრუნველყოს.
კომენტარები