მსოფლიო
პრესა.ჯის ინტერვიუს გამო ივანიშვილისა და გამყრელიძის აქტივისტებმა იჩხუბეს
2012-03-27 00:14:53
ჩამოტვირთვა
,,კრემლი ბიძინა ივანიშვილის გაძლიერებითაა დაინტერესებული“ ამ სათაურით 22 მარტს პრესა.ჯიზე ,,ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის დავით გამყრელიძის ინტერვიუ გამოქვეყნდა .
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ პრესა ჯის საიტის კომენტარების ველში, ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ახალი მემარჯვენეების „ ახალგაზრდა აქტივისტებს შორის კამათი დაიწყო.
ქართული ოცნების ახალგაზრდა აქტივისტებმა პრესა.ჯის კომენტარების ველში დავით გამყრელიძე უშვერი სიტყვებით ლანძღეს. შემდეგ კი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთასთან დაახლოებულმა ივანიშვილის მხარდამჭერმა ლაშა მესხიამ, facebook-ზე, საკუთარ პროფილზე პრესა.ჯისთვის მიცემული გამყრელიძის ეს ინტერვიუ გაშარჟებული ფორმით გააზიარა, რასაც გაყრელიძის მხარდამჭერებისგან კვლავ მწვავე კომენტარები და კამათი მოჰყვა. ახალგაზრდებს შორის პრესა.ჯის საიტზე ,შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება, ქუჩაში კამათით გაგრძელდა.
ახალგაზრდა ,,მემარჯვენე“ გიორგი ნებიერიძე და ,,ქართული ოცნების“ აქტივისტი ლაშა მესხია კონკასთან პირისპირ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მესხიას ინფორმაციით, კოლმეურნეობის მოედანზე, კონკასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ნებიერიძე „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან - მათ შორის პარტიის აღმასრულებელ მდივან -რეზო სოხაძესთან ერთად მივიდა.
მესხიასთან ერთად 2 მეგობარი იმყოფებოდა, მათ შორის დავით ფაცაცია, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია.
ახალგაზრდებს შორის კამათი მცირე ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზარდა, რის გამოც ახალგაზრდების ორივე ფრთის წევრები მსუბუქად დაშავდნენ. ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.
კომენტარები