მსოფლიო
NDI-ის რეიტინგებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს
2012-03-26 23:45:25
ჩამოტვირთვა
NDI-ის კვლევების მიხედვით, პარტიებს შორის პირველ ადგილზე, 47 პროცენტით მმართველი გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილს 10-პროცენტიანი მაჩვენებლით „ქართული ოცნება“ იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე ,,ქრისტიან-დემოკრატები’’ არიან.
პოლიტიკური პარტიების რეიტინგების თანახმად, მმართველ გუნდს, გამოკითხულთა 47 პროცენტს დამატებული 2 პროცენტი უჭერს მხარს, ანუ, 47 პროცენტი ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ მყარად უჭერს მხარს, ხოლო 2 პროცენტი მეორადი არჩევანია.
რაც შეეხება ,,ქართულ ოცნებას’’, მას 10 პროცენტს დამატებული 3 პროცენტი უჭერს მხარს, ანუ, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მსგავსად, 3 პროცენტი მეორადია.
,,ქრისტიან-დემოკრატებს’’ 3 პროცენტს დამატებული 6 პროცენტი უჭერს მხარს, სადაც 6 პროცენტი მეორადი არჩევანია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კვლევებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერების რეიტინგებიც გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი ,,ნაციონალური მოძრაობის’’ მთლიან რეიტინგს კიდევ უფრო აღემატება.
კომენტარები