მსოფლიო
რუსეთი კულტურული ძეგლების წაშლას იწყებს
2012-03-26 19:29:49
ჩამოტვირთვა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ალექსანდრე ანქვაბმა ქართული ძეგლების რესტავრაციის შესახებ ბრძანება გასცა. კულტურული ძეგლებისთვის - ბედიის, მოქვისა და სხვა ტაძრებისთვის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების ბრძანებას, ქართული მხარე ანტიქართულ ნაბიჯად და ისტორიის დამახინჯების მცდელობად აფასებს. ამ პრობლემის შესახებ, პაპუნა დავითაიამ, დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. დავითაიას თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას უნდა ფლობდეს.
ალექსანდრე ანქვაბის ინიციატივა, ქართული ძეგლების რესტავრირების შესახებ, მხოლოდ ტაძრების კედლების შეთეთრებას გულისხმობს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, ეგრეთწოდებული რემონტი, უძველესი ქართული მხატვრობის წაშლისა და მრავალსაუკუნოვანი ქართული კვალის გაქრობის წინაპირობაა.
ქართული მხარე ქართული ძეგლების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვას ამზადებს, რომელშიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა ნათლად იქნება აღწერილი.
კომენტარები