1 7 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიხეილ სააკაშვილი ბირთვულ სამიტზე სიტყვით გამოვა

ჩამოტვირთვა

სამხრეთ კორეაში, დღეს, ბირთვული სამიტი ოფიციალურად იხსნება. ფორუმს 54 ქვეყნიდან მიწვეული დელეგატი დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სეულში დაგეგმილ სამიტზე, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. სამიტზე, მთავარი განსახილველი საკითხი ბირთვული მასალების უსაფრთხოების მექანიზმები იქნება. სამიტის მონაწილეები იმსჯელებენ ირანის თემაზეც. თეთრი სახლის ლიდერი ბარაკ ობამა უკვე გამოვიდა სიტყვით ჰანკუკის უნივერსიტეტში, სადაც საქართველო რადიაქტიული ნივთიერებების წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებს შორის დაასახელა. სეულში მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა, ბირთვული იარაღისაგან თავისუფალი მსოფლიოს შესახებ საკუთარ შეხედულებაზე უკვე ისაუბრა და ირანსა და ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ პროგრამებზე მუშაობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა ობამას მწვავე გამოსვლა იმით იყო განპირობებული, რომ ჩრდილოეთ კორეა აპრილის თვეში ახალ „ექსპერიმენტს“ გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფხენიანი ობამას სიტყვით გამოსვლამდე აცხადებდა, რომ თუკი „თეთრი სახლის“ ლიდერს ქვეყნის ბირთვული პროგრამის შესახებ რაიმე ტიპის კრიტიკული გამონათქვამები ექნებოდა, ისინი ამას „ომის გამოცხადებად” აღიქვამდნენ. სეულში, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 4 000–მდე ადგილობრივი და უცხოური მედიის წარმომადგენელი აშუქებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები