1 7 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩევნების მეორე ტური ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ჩამოტვირთვა

ე.წ. სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ სააგენტო "რესი" იუწყება . დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 40%-ის დამუშავების შემდეგ ხმათა 41,94%-ით ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. მეორე ადგილზეა 25,36%-ით დავით სანაკოევი. დიმიტრი მედოევმა ხმათა 23,8% მიიღო, ხოლო - სტანისლავ კოჩიევმა 5,62%. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა 50%-ს პლუს ერთი ხმა სჭირდებოდა. მეორე ტურში გასული კანდიდატები მომავალ გამარჯვებაში დარწმუნებულნი არიან. დავით სანაკოევი იმედოვნებს, რომ ის კანდიდატებიც დაუჭერენ მხარს, რომლებიც მეორე ტურში ვერ გავიდნენ. სანაკოევის შეფასებით, მეორე ტურში გადასვლა "სისტემაზე გამარჯვებაა". თავის მხრივ, ლეონიდ თიბილოვი გუშინდელი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია და დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს. 25 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები გაიმართა. 2011 წლის 27 ნოემბრის არჩევნების შედეგები, რომელთა მიხედვითაც ოპოზიციის ლიდერმა, ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა. ხელახალ არჩევნებში მონაწილეობდნენ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, "ადამიანის უფლებათა დამცველი" დავით სანაკოევი, რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი. ხელახალ "არჩევნებში" ამომრჩევლების 67,53%-მა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები