მსოფლიო
კადრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებიდან
2012-03-25 18:21:00
ჩამოტვირთვა
რუსულმა მედიასაშუალებებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს. ხმის მიცემის პროცესი ე.წ. სამხრეთ ოსეთში დღეს დილით 82 საარჩევნო უბანზე დაიწყო. დეფატო ხელისუფლების ლიდერის არჩევნებში უშიშროების დე-ფაქტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ თიბილოვი, ადამიანის უფლებათა დამცველი დავით სანაკოევი, რუსეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი დიმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი მონაწილეობენ.
კომენტარები