1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ჯონ ბასი ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს ეხმაურება

ჩამოტვირთვა

საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ბასი ამერიკა–საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლისთავს ეხმაურება. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული , 1992 წლის 24 მარტს აშშ–მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს. "დღეს ჩვენი ქვეყნები პარტნიორობის 20 წლისთავს აღნიშნავენ. განვლილი ღირსშესანიშნავი 20 წლის განმავლობაში ჩვენს თვალწინ საქართველო ახლად ფეხადგმული დამოუკიდებელი სახელმწიფოდან მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში გლობალურ კონტრიბუტორად და რეგიონში ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. როგორც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, "საქართველომ უნდა იამაყოს იმ პროგრესით, რომელსაც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში მიაღწია", - აცხადებს აშშ-ის საელჩო. "ამერიკელები ამაყნი არიან იმ მოკრძალებული წვლილით, რომელიც ჩვენმა ხალხმა საქართველოს განვითარების საქმეში შეიტანა. "შეერთებული შტატები მადლიერია ქართველი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებული მსხვერპლისთვის, იმ ქართველი ჯარისკაცების, რომლებიც ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ავღანეთის ყველაზე სახიფათო კუთხეში მსახურობენ" განვლილი ოცი წლის განმავლობაში აშშ–ის მშვიდობის კორპუსის ასობით მოხალისემ იმსახურა საქართველოში. აშშ–ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებით 5000–ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა განათლება შეერთებულ შტატებში მიიღო. 20 წლის განმავლობაში, აშშ–მა საქართველოს 3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება აღმოუჩინა. ამავე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ორმხრივი ვაჭრობა: მხოლოდ უკანასკნელ ათწლეულში, აშშ–სა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საელჩოში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ განუზომლად მადლიერია საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობისთვის. ელჩი ბასი კი იმედოვნებს, რომ მომდევნო ოცი წლის განმავლობაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები