მსოფლიო
ოკუპირებული ცხინვალისა და საქართველოს საზღვარი იკეტება
2012-03-24 13:00:06
ჩამოტვირთვა
ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი იკეტება. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩვენების გამო მიიღეს. ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოსური ძალოვანი სტრუქტურების ათასზე მეტი თანამშრომელი 23 მარტიდან საზღვართან განლაგდება და საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
24 მარტს, საღამოს 9 საათიდან, საქართველოდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა აიკრძალება. რუსული მედიასაშუალებები კონკრეტულ დასახლებულ პუნქტებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მოსაბრუნში, არცევში, სინაგურსა და კარზმანში საქართველოდან გადასვლა შეუძლებელი იქნება. რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ოსურმა მხარემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი 25 მარტს ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთში დანიშნული ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების მიზნით კეთდება.
კომენტარები