1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა

ჩამოტვირთვა

საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში პირველ ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები და ქვეყნის ამ სტრუქტურასთან დაახლოება ფორუმის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი იყო. ფორუმი საქართველოს ვიცე პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გახსნა და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. ეკონომიკურ ფორუმს აღმოსავლეთ პარტნიორობის წვერი 6 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეცილაურად ფორუმში მონაწილეობისთვის საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომედგენლები, ექსპერტები, და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ფორუმის 200-ზე მეტი წევრი რეგიონში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის როლის მნიშვნელობაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობდნენ. ფორუმს ასევე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქართველი პოლიტიკოსების განცხადებით მნშვნელოვანია, რომ ფორუმის სწორედ საქართველოში იმართება. სულ ცოტა ხნის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპრაკებები დაიწყო. როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანასთან ეკონომიკური ინტეგრაცია საქართველოს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღესვე 4 თემატური სესიაც გაიმართება. ფორუმს საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური დახურავს. ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მოლაპრაკებები 6 ქვეყანასთან 2009 წლიდან დაიწყო. აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრები საქართველოს გარდა აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინაც არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები