1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რადიოაქტიური ნარჩენებისთვის კრემლი ნაგავსაყრელს ცხინვალში აშენებს

ჩამოტვირთვა

რუსულ ქარხნებში მორჩენილი, სიცოცხლისთვის საშიში რადიოაქტიური ნარჩენებისთვის კრემლი ნაგავსაყრელს ცხინვალში აშენებს. ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რადიოაქტიური ნივთიერებების სამარხის მშენებლობა მიმდინარეობს. ექსპერტთა კლუბში აცხადებენ, რომ ცხინვალში, კვაისას მაღაროებში აკეთებენ სამარხს, რომელიც ვლადიკავკაზში არსებულ "ელექტროთუთიის ქარხანას" მოემსახურება, მორჩენილი მასალა კი რომელიც ამ ქარხნიდან გამოაქვთ, სახიფათო ნივთიერებების პირველ კატეგორიაში შედის. მეცნიერები ამბობენ, რომ საშიში ნივთიერებების მიწაში დამარხვა რადიაციის დონეს გაზრდის და მოსახლეობის ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ცხინვალის მოსახლეობას ეჭვის საფუძველს ისიც აძლევს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მრჩევლად "ელექტროთუთიის ქარხნის" ყოფილი დირექტორი დაინიშნა. საქართველოს კანონმდებლობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ბირთვული ნარჩენების შემოტანა და ტრანზიტი იკრძალება. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ქართული მხარე საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები