პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
2012-03-21 13:22:28
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. პრეზიდენტის თქმით, ეს დღე ძვირფასია არამხოლოდ საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, არამედ მსოფლიო კულტურისა და ცივილიზაციისთვის.
ნავროზობა აზერბაიჯანული ეროვნული დღესასწაულია. 21 მარტი იუნესკოს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღესასწაულად და კულტურულ მონაპოვრად გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილის მილოცვის ტექსტი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩემო აზერბაიჯანელებო, ნოვრუზ ბაირამი ჩემთვის ისეთივე ახლობელი და ძვირფასია, როგორც ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. ამ დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თვალით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს.
ვამაყობ, რომ ჩვენ ვქმნით საქართველოს ერთიან სახელმწიფოს, რომელშიც ყველა კულტურის, აღმსარებლობისა და ეთნოსის წარმომადგენელი თავს მის სრულფასოვან შვილად გრძნობს.
კომენტარები