პოლიტიკა
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სენატორები მხარს უჭერენ
2012-03-21 11:47:12
ჩამოტვირთვა
ამერიკელი კანონმდებლები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებენ, დაადასტუროს ღია კარის პოლიტიკა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებსაც ნატო-ს წევრობა სურთ.
სენატორების თქმით, ასეთი ქვეყნები საქართველო, მონტენეგრო, ბოსნია და ასევე, მაკედონიაა, რომლის ალიანსში გაწევრიანებას თანხმობა 2008 წელს საბერძნეთმა არ მისცა.
ჩიკაგოში მაისში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე შეერთებული შტატების სენატში მსჯელობდნენ. შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული.
კომენტარები