მსოფლიო
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტზე მსჯელობა იწყება
2012-03-21 11:04:44
ჩამოტვირთვა
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტზე მსჯელობას იწყებს . კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების გზით შემუშავდა, დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე იქნება წარდგენილი. სხდომაზე გადაწყდება, თუ როდის მოხდება კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება და მისი განხილვის პროცედურების დაწყება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონზე" კონსულტაციები იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტსა და არასამთავრობო სექტორს შორის ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კანონში შეიცვლება ე.წ. დაკავშირებული პირის ცნება, შემცირდება სანქციები პარტიებისადმი რიგ დარღვევებთან დაკავშირებით, ასევე, გაიწერება კონტროლის პალატის ფუნქციები.
კომენტარები