პოლიტიკა
"საქართველო სიღარიბის გარეშე"- პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ენდობა
2012-03-20 22:02:54
ჩამოტვირთვა
პარლამენტმა დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მინისტრთა კაბინეტს საკანონმდებლო ორგანომ 101 ხმით 16–ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა .
დღესვე დამტკიცდა მთავრობის სამოქმედო გეგმა "საქართველო სიღარიბის გარეშე".
მთავრობისადმი ნდობა პარლამნეტმა რამდენიმე საათიანი დებატების, პრემიერ მინისტრის მოხსენებისა და კითხვა პასუხის შემდეგ გამოაცხადა.
რიგგარეშე საპარლამენტო სესია, სადაც მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით მივიდა პრემიერმა ნიკა გილაურმა მოხსენებით გახსნა. გილაურის განმარტებით კვლავ რჩება 10 პუნქტიანი სამომქმედო გეგმა ,სადაც პრიორიტეტებს კვლავ ,ჯანდაცვის სისტემა, საგარეო პოლიტიკა, უმუშევრობის დაძლევა ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარება წარმოადგენს
კომენტარები