მსოფლიო
დესტაბილიზაციის საფრთხე თუ ირაკლი ალასანიას „ბოდვა“?
2012-03-20 22:02:58
ჩამოტვირთვა
ქართულ-რუსულად მეოცნებე ირაკლი ალასანია ამტკიცებს, რომ დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება აქტიურად მიმდინარეობს. ეს ფორმირებები კი განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერებისა და აქტივისტების დაშინების და დევნის მიზნით იქმნება. ალასანია აცხადებს, რომ საუბარია 500-მდე ადამიანზე, რომლებიც ამ დაჯგუფებებში ირიცხებიან, მათი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა, ნაწილს კი კრიმინალური წარსული აქვს და მხოლოდ მატერიალური ინტერესები ამოძრავებს.
ალასანიას ინფორმაციით, სამხედრო ფორმირებების შექმნა პრეზიდენტმა სამეგრელო ზემო-სვანეთის პროკურორს, როლანდ ახალაიასა და მის შვილებს ბაჩო და დათა ახალაიებს დაავალა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ირაკლი ალასანიას განცხდებას დღესვე გამოეხმაურა. როგორც ახალაიამ განაცხადა, რეზერვისტების მომზადება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ალასანიას განცხადებას აბსურდი და არაადეკვატური უწოდეს. როგორც კანონმდებლები ამტკიცებენ, „ქართული ოცნების“ მიერ სამოქალაქო დაპირისპირების იდეის პროპაგანდა მარცხისთვის არის განწირული. ედპ-ს ლიდერი, გურამ ჩახვაძე კი ალასანიას დაფიქრებისა და არგუმენტირებული განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ალსანიამ, შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნასთან დაკავშირებით რეაგირებისთვის უშიშროების საბჭოს დღეს მიმართა. ირაკლი ალასანიას ბრიფინგს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, თუმცა "თავისუფალ დემოკრატებს" შეიაღარებული დაჯგუფებების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მათთვის არ გადაუციათ. ალასანიას განმარტებით, დაინტერესების შემთხვევაში, დიპლომატებს შესაძლებლობა ექნებათ ეს ინფორმაცია უშიშროების საბჭოდან გამოითხოვონ.
კომენტარები