1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალექსანდრე ტკაჩოვის დანიშვნის თაობაზე საქართველოს პარლამენტი რეაგირებას მოახდენს

ჩამოტვირთვა

კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის აფხაზეთში რწმუნებულად დანიშვნის თაობაზე საქართველოს პარლამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრე ტკაჩოვის აფხაზეთში რწმუნებულად დანიშვნის საკითხზე განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ გააკეთა და ფაქტს დაუშვებელი უწოდა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით თავად აფხაზებიც კი შეშფოთებულნი არიან. დავითაიამ აღნიშნა, რომ გუბერნატორი თავად არის ოლიმპიური კომიტეტის წევრი და როდესაც ის ოკუპირებული ტერიტორიის რწმუნებულიც ხდება, მიუღებელია და სერიოზულ რეაგირებას მოითხოვს. დავითაიამ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს სპეციალური განცხადების მომზადება და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის მიმართვა სთხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები