პოლიტიკა
კონტროლის პალატამ, ბიძინა ივანიშვილი, სამ მილიონამდე ლარით დააჯარიმა
2012-03-20 16:39:55
ჩამოტვირთვა
დღეს, კონტროლის პალატამ, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ფიზიკურმა პირმა გულუხვად დაასაჩუქრა მისი პარტიის საინიციატივიო ჯგუფის წევრები და იურისტები.
კონტროლის პალატაში ამ ფაქტის გაცხადებისთანავე განმარტეს, რომ მიმდინარეობდა მასალების შემოწმება და დეტალების შესწავლა, თუ რა სახის დარღვევას ჰქონდა ადგილი. მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ, თავისი პირადი ანგარიშიდან ააიპ „ქართულ ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წევრთა, უკანონო დაფინანსების ფაქტზე.
კონტოლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272.597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან“.
თანაგუნდელების დაფინანსება, ჯამში 406 525 ლარს შეადგენდა. კანონის თანახმად, ჯარიმა აღნიშნული თანხის ათმაგი ოდენობით განისაზღვრება.
ბოლო სამი თვის განმავლობაში, ივანიშვილი 7 მილიონი ლარით დაჯარიმდა.
კომენტარები