1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კონტროლის პალატის თავმჯდომარე პარლამენტში

ჩამოტვირთვა

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის ინიციატივით, დღეს საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრების კითხვებს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა უპასუხა. საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი გიორგი ცაგარეიშვილი ლევან ბეჟაშვილს ოპოზიციური ფრაქციის იგნორირებაში ადანაშაულებს. ქართული დასის" ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე კონტროლის პალატის იმ მოხელეთა დასჯას ითხოვს, ვინც მოქალაქეების გამოკითხვისას საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა. ლევან ბეჟაშვილი ოპოზიციის მიწვევაზე რეაგირებას აპირებდა, თუმცა ჰქონდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო კომიტეტებიც იყვნენ დაინტერესებულნი მასთან შეხვედრით და ბიუროს გადაწყვეტილებას ელოდებოდა. ბეჟაშვილის ინფორმაციით, დღეს პოლიტიკურ პარტიებში ათობით მილიონი ლარის გათეთრება ხდება, რისთვისაც უამრავი თემა მუშავდება, მათ კი კონტროლის პალატა შიფრავს. ლევან ბეჟაშვილი პირობას დებს, რომ სანამ ის თანამდებობაზეა, პოლიტიკურ კორუფციასთან ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. პარტიების პოლიტიკური დაფინანსების საკითხს სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის წევრთა გამოხმაურება მოჰყვა. ბეჟაშვილმა პარლამენტს და პოლიტიკურ სპექტრს ფინანსურ გაუმჭვირვალობასთან ბრძოლაში ჩართვა სთხოვა. ბეჟაშვილმა სხდომაზე რამდენიმე ინიციატივაზეც ისაუბრა, მათ შორის, კონტროლის პალატის მხრიდან მოქალაქეების გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაკეთების თაობაზე. ბეჟაშვილის თქმით, უკვე შესაბამისი ტექნიკაც შეძენილია. რაც შეეხება აქამდე განხორციელებულ გამოკითხვებს, კონტროლის პალატის თავმჯდომარის განმარტებით, მათი ჩანაწერის გაკეთება სამწუხაროდ არ მომხდარა. მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების გაკეთება ერთგვარი პრევენცია იქნება მომავალში ისეთი სპეკულაციებისა და ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად, რასაც დღეს აქვს ადგილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები