1 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ინიციატივით ახალი პროგრამა ამოქმედდა

ჩამოტვირთვა

დასაქმება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხარჯზე - პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან ახალი პროგრამა ამოქმედდა. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, რომელთაც სურთ პროფესიული განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება, სწავლის დასაფინანსებლად ხელისუფლებისაგან 1000-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ. დღეიდან პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროცესს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო და უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს სიტყვითაც მიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა განათლების პრიორიტეტებზე, ქვეყანაში განხორციელებულ ცვლილებებზე, კორუფციის აღმოფხვრასა და სახელმწიფო აპარატის რეფორმირებაზე ისაუბრა, რამაც საზოგადოებაში მენტალური რევოლუცია მოახდინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები