1 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დავით ბაქრაძის გადაწყვეტილებით, პარლამენტში ლევან ბეჟაშვილს მოუსმენენ

ჩამოტვირთვა

პარლამენტის თავჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით , პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიუნდა იქნას მოწვეული. ბაქრაძის თქმით, ყველა იმ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რომელიც ბოლო დროს კონტროლის პალატის მისამართით გაჩნდა. "კონტროლის პალატა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს პარტიების ფინანსურ მონიტორინგს. იმის გამო, რომ ამ მიმართულებით გაჩნდა გარკვეული შეკითხვები, აუცილებელია ლევან ბეჟაშვილის პარლამენტში მოსვლა, რათა ჩვენ გავიგოთ რამდენად შესაბამისობაში იყო მათი ქმედებები მოქმედ კანონდებლობასთან". - აცხადებს დავით ბაქრაძე. ბოლო კვირის განმავლობაში კონტროლის პალატამ უკანონო გადარიცხვებისთვის შპს "ელიტა ბურჯი" 150 000 აშშ დოლარის ოდენობით დააჯარიმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები