პოლიტიკა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიმინალურ გარჩევებს 9 ადამიანი ემსხვერპლა
2012-03-19 14:38:55
ჩამოტვირთვა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ კრიმინალურ სიტუაციაზე პასუხისგმებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. ნინო კალანდაძის განცხადებით, შექმნილ კრიმინოგენულ სიტუაციაში ქართველ სამართალდამცავებს შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნაა. შეგახსნებთ, რომ გასული კვირის განმავლობაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კრიმინალურ გარჩევების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.
ქართული მხარე სპეციალურ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომელიც მალაიზიაში დაკავებული ქართველების საკითხზე იმუშავებს.
როგორც ნინო კალანდაძე ამბობს, იგეგმება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა საქართველოს მოქალაქეები უმკაცრეს სასჯელს აარიდონ. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართული მხარე აქტიურად ითანმშრომლებს დაკავებული ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატებთან.
კომენტარები