მსოფლიო
მოსკოვის მერიაში ოპოზიციამ 31 მარტის აქციაზე განაცხადი შეიტანა
2012-03-19 10:49:17
ჩამოტვირთვა
მოსკოვის მერიაში ოპოზიციამ 31 მარტის აქციაზე განაცხადი შეიტანა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეები მიტინგის გამართვას ტრიუმფალურ მოედანზე აპირებენ.
როგორც გაერთიანება "დრუგაია რასიას" აქტივისტები აცხადებენ, მიტინგი 18:00 საათზე დაიწყება, იმის მიუხედავად, გასცემს თუ არა ნებართვას მერია.
31 მარტის აქციას ოპოზიცია რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლთან დაკავშირებით მართავს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლების უზრუნველყოფას გულისხმობს.
აქციაზე ოპოზიცია 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც გააპროტესტებს, რომლის თანახმადაც, 63.6%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
კომენტარები