1 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მოსკოვის მერიაში ოპოზიციამ 31 მარტის აქციაზე განაცხადი შეიტანა

ჩამოტვირთვა

მოსკოვის მერიაში ოპოზიციამ 31 მარტის აქციაზე განაცხადი შეიტანა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეები მიტინგის გამართვას ტრიუმფალურ მოედანზე აპირებენ. როგორც გაერთიანება "დრუგაია რასიას" აქტივისტები აცხადებენ, მიტინგი 18:00 საათზე დაიწყება, იმის მიუხედავად, გასცემს თუ არა ნებართვას მერია. 31 მარტის აქციას ოპოზიცია რუსეთის კონსტიტუციის 31-ე მუხლთან დაკავშირებით მართავს, რომელიც მიტინგებისა და დემონსტრაციების თავისუფლების უზრუნველყოფას გულისხმობს. აქციაზე ოპოზიცია 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც გააპროტესტებს, რომლის თანახმადაც, 63.6%-ით ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები