პოლიტიკა
ევროპარლამენტი რუსეთს კვლავ აფრთხილებს
2012-03-16 17:48:16
ჩამოტვირთვა
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამოძიებისა და ქვეყანაში რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტი მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსული არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
ევროპელი კანონმდებლები ახლადარჩეულ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, დემონსტრანტებზე საუბრისას, რიტორიკის შერბილებისაკენ მოუწოდებენ.
ოფიციალური დოკუმენტის მიღებამდე, ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. სწორედ ამ დებატების დროს შეაფასეს, რომ რეზოლუციის პირველად ტექსტში, რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. შედეგად, დოკუმენტში ცვლილება შევიდა და 7 პუნქტი დაემატა.
ევროპარლამენტის რეზოლუციას ქართველი კანონმდებლებიც ეხმიანებიან. როგორც პარლამენტარები ამბობენ, რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით და გარეთ სერიოზული პრობლემები აქვს, რაც ქვეყანას საბოლოო პოლიტიკურ კრახამდე მიიყვანს.
მსგავსი რეზოლუცია ევროპარლამენტმა რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც მიიღო და ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა. საერთაშორისო საზოგადოებამ ოფიციალურ მოსკოვს არჩევნებზე გამოვლენილი ფაქტების გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითა, რათა საპრეზიდენტო არჩევნებზე მსგავსი დარღვევები თავიდან აეცილებინათ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ევროპარლამენტმა რუსეთთან დაკავშირებით უკვე მესამე რეზოლუცია დაამტკიცა.
კომენტარები