პოლიტიკა
ზურაბ ჭიაბერაშვილი პარლამენტში შეხვედრებს გამართავს
2012-03-16 12:51:38
ჩამოტვირთვა
ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილი ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს პარლამენტში შეხვედრებს გამართავს. იგი პირისპირ გაესაუბრება უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს.
ჭიაბერაშვილი კანონმდებლებს ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტებს და მის სამომავლო გეგმებს გააცნობს. სამშაბათს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. მათ 19 მინისტრი უნდა დაამტკიცონ. მინისტრთა კაბინეტს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური წარადგენს.
მთავრობაში უკვე მე-7 მინისტრი იცვლება, რაც მთავრობისთვის ხელახლა ნდობის გამოცხადების საფუძველი გახდა.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ანდრია ურუშაძე თბილისის მერის მოადგილის პოსტს დაიკავებს. ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენამდე შვეიცარიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იყო.
კომენტარები