პოლიტიკა
კიდევ ერთი ფინანსური სკანდალი ბიძინა ივანიშვილის გარშემო
2012-03-16 12:22:39
ჩამოტვირთვა
კიდევ ერთი ფინანსური სკანდალი ბიძინა ივანიშვილის გარშემო. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მონიტორინგის სამსახურში წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშების დოკუმენტაციების თანახმად, ამ ორგანიზაციის პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა არ იღებს სახელფასო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან. დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის - ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან,
დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406 000 ლარს. აღნიშნული სქემა ეწინააღმდეგება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არის სამართალდარღვევა.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე შესაბამისი ადმინისტრაციული პროცედურები ტარდება.
კომენტარები