პოლიტიკა
ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება მიმდინარეობს
2012-03-16 00:34:13
ჩამოტვირთვა
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამერიკა- საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება მიმდინარეობს. წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი მონაწილეობს.
სწავლება სახელწოდებით – „ეჯილ სპირითი“ ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ერთობლივი წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაღრმავება და ამბოხებულთა საწინააღმდეგო და სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარება. წვრთნა შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
კომენტარები