1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს

ჩამოტვირთვა

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში განიხილება. საკითხი უკვე შეტანილია პარლამენტში. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ბიუროს დღევანდელ სდხომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს სამშაბათს წარედგინება. პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, რიგით მეშვიდე საკადრო ცვლილებამ გამოიწვია. საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტის 184-ე მუხლის თანახმად, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს ერთი კვირის ვადაში, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარუდგინოს. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის დანიშვნა რიგით მეშვიდე ცვლილებაა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე, კომიტეტებისა და ფრაქციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ახალ შემადგენლობასთან შეხვედრები და დებატები გამართონ. საკადრო ცვლილებების შესახებ, დღეს, საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი შვეიცარიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, ზურაბ ჭიაბერაშვილია. როგორც გილაურმა აღნიშნა, ამ სისტემაში ეკონომიკური კუთხით განხორციელებული რეფორმების გარდა, დღის წესრიგში სოციალურ სფეროში ცვლილებების გატარების აუცილებლობის საკითხი დადგა. ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე, იმავე სფეროში გააგრძელებს საქმიანობას და დედაქალაქის მერის მოადგილედ, სოციალური მიმართულებით იმუშავებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას არ გამოუცხადებს, პრეზიდენტი მას მეორედ წარადგენს. ხოლო საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს, პარლამენტის სრული შემადგენლობა დაითხოვოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები