მსოფლიო
„ქართული ოცნება“ „სახალხო კრებასთან“ აუცილებლად ითანამშრომლებს!
2012-03-15 16:08:28
ჩამოტვირთვა
ზვიად ძიძიგური დღეს პრაიმ–ტაიმში ჟურნალისტებს შეხვდა და კონტროლის პალატა არაობიექტურობაში დაადანაშაულა. ძიძიგური აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველა დოკუმენტი და გადარიცხვა კანონიერად აქვს შესრულებული და მათ მიმართ კონტროლის პალატის პრეტენზიები უსაფუძვლოა. დღესვე, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა „სახალხო კრებასთან“ თანამშრომლობაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის თანამშრომლობა აუცილებლად შედგება, თუმცა რა ფორმით, ჯერჯერობით უცნობია. ძიძიგური საარჩევნო სიების მოწესრიგების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ არჩევნებამდე „ქართული ოცნება“ კარდაკარის პრინციპით დააზუსტებს საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველთა სიებს, რათა არ მოხდეს არჩევნების გაყალბება.
კომენტარები