მსოფლიო
ევროპარლამენტი რუსეთის არჩევნების შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის
2012-03-15 11:33:38
ჩამოტვირთვა
ევროპარლამენტი რუსეთში 4 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრის.
დოკუმენტის ტექსტში, ევროპარლამენტი მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის მთავრობას იმის გამო, რომ კონკურენტუნარიანი გარემო ვერ შექმნეს, შედეგად კი ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება შეეზღუდათ.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას და სათათბიროში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს - წარმართონ დიალოგი დემონსტრანტებთან და ოპოზიციის წევრებთან, რაც ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარების წინაპირობა უნდა გახდეს. არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კი მოუწოდებენ, რომ შეარბილოს რიტორიკული ტონი დემონსტრანტებზე საუბრის დროს და დაიწყოს მათთან დიალოგი.
კომენტარები