1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„რუსეთის მორიგი ისტერია“

ჩამოტვირთვა

ოფიციალური მოსკოვი მორიგ განცხადებას აქვეყნებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ თბილისი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს შეცვლის. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსგან კანონის იმ მუხლის შეცვლას ითხოვს, რომლის თანახმადაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასული პირები სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარებიან. ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის გასულ წელს სავიზო რეჟიმის გაუქმების ფაქტს ლავროვმა ერთმნიშვნელოვნად დისკრიმინაციული უწოდა. მორიგი რუსული ისტერია - ასე აფასებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი მინაშვილი, რუსული მხარის განცხადებას. მსგავსი აგრესიული რიტორიკა საერთაშორისო ასპარზზე რუსეთის სტატუსს კიდევ უფრო ასუსტებს. მინაშვილი ამბობს, რომ საქართველო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის შეცვლას არ აპირებს: როგორც ლავროვი აცხადებს, რუსეთის მოქალაქეები აღნიშნულმა კანონმა უკვე დააზარალა, რის გამოც, რუსული მხარე შვეიცარიელების მეშვეობით,რომლებიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენენ, ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ქართველი ექსპერტები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას დემაგოგიურსა და ალოგიკურს უწოდებენ. მათი თქმით, ლავროვი საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობს და ამის გამო აბსურდულ და პროპაგანდისტულ განცხადებებს აკეთებს. საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით, ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენებისას გამოვიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები