პოლიტიკა
დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვევა
2012-03-15 09:30:29
ჩამოტვირთვა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე დღეს საქართველოშ ჩამოდის. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და თავის ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს შეხვედება. ვესტერველე ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს.
გიდო ვესტერველესა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება .
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით საღამოს ოფიციალური ვახშამი გაიმართება , რის შემდეგაც ვესტერველე დელეგაციასთან ერთად ერევანში გაემგზავრება.
კომენტარები