1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რა უთხრა ივანიშვილს რუსული FSB-ს უფროსის მოადგილემ ?

ჩამოტვირთვა

ტელეკომპანია მეცხრე არხი, რომლის მაუწყებლობის აღდგენასაც ბიძინა ივანიშვილი შპს ,,იგრიკას“ სატელიტური მაუწყებლის ლიცენზიის საფუძველზე აპირებს, თავის დროზე უშუალოდ რუსული ფსბ–ს უფროსის მოადგილის კატეგორიული მოთხოვნით დახურა. ივანიშვილისა და რუსული FSB-ს უფროსის მოადგილის სკანდალური შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას ონლაინგამოცემა პრესა.ჯი ავრცელებს. პრესაჯის წყარო ივანიშვილის ერთ–ერთი ბიზნეს–პარტნიორისა და მევალის, ცნობილი ,,მეწარმის“, გოგი თოფაძის, უშუალო გარემოცვის წევრია. თოფაძის ბიზნეს-პარტნიორი იხსენებს: „როდესაც ბატონი გოგი საქართველოში ჩამოვიდა, მან ბიზნეს-პროექტებზე საუბრის შემდეგ, ერთი ძალიან საინტერესო ისტორია მოყვა. ეს ისტორია ბიძინა ივანიშვილისა და ფსბ-ს უფროსის მოადგილის სკანდალურ შეხვედრას უკავშირდებოდა. გრაფიკა: ბატონმა გოგი თოფაძემ თქვა, რომ როცა ის და ივანიშვილი ბიზნეს-პროექტებზე საუბრობდნენ, მოულოდნელად, ოთახში ოლიგარქის თანაშემწე შემოვიდა და ივანიშვილს უთხრა: თქვენთან შეხვედრა ფსბ-ს უფროსის მოადგილეს სურს და ის საგანგებოდ მოდის აქ, თქვენთან სასაუბროდ... ბატონი გოგი თოფაძის თქმით, ამ სიტყვების შემდეგ, ივანიშვილი ანერვიულდა, ოთახიდან გავიდა და დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა. დაბრუნებისას კი ირაკლი ტრიპოლსკის აგინებდა, საქართველოში რეკავდა და „მეცხრე არხის“ სასწრაფოდ დახურვას სთხოვდა ვიღაცას“. ––იხსენებს თოფაძის ბიზნეს–პარტნიორი პრესაჯისათან საუბრისას. პრესა ჯის წყარო იმასაც ამბობს, რომ მაშინ ოლიგარქს ყოფილი მეცხრე არხის უფროსი ირაკლი ტრიპოლსკი მიწასთან გაუსწორებია : გრაფიკა : როგორც ბატონი გოგი თოფაძე მაშინ ამბობდა, ამის შემდეგ, ივანიშვილმა მას უთხრა: ყოველთვის ვამბობდი ეს ტრიპოლსკი პრობლემებს შემიქმნიდა... „მეცხრე არხზე“ პუტინზე ფილმი გაუშვეს და ამის გამო მე, ფსბ-დან სერიოზული პრობლემა შემექმნა. ამიტომ, ეს არხი სასწრაფოდ უნდა დავხურო“ ონლაინ გამოცემა ამ საკითხთან დაკავშირებით გოგი თოფაძესთან მოკლე ინტერვიუსაც აქვეყნებს: გრაფიკა : „პრესა.ჯი“: 2004 წლის გაზაფხულზე, აპრილში, თქვენ იმყოფებოდით ბიძინა ივანიშვილთან მოსკოვში? გოგი თოფაძე: (პაუზა) ...არ მახსოვს, არ ვიცი, რატომ მეკითხები? - გვაქვს ინფორმაცია, რომ როცა თქვენ მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდით, მოვიდა FCB-ს უფროსის მოადგილე და მასთან საუბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მე–9 არხის დახურვის ბრძანება გასცა... - (ნერვიულობს) ...მე მსგავსი არაფერი მახოვს. - გახსოვთ მე–9 არხის დახურვა? - რატომ მეკითხებით, რომ დაიხურა მახსოვს ხო, რაღაცა რომ იყო, მახსოვს, დაიხურა ხო. - როდის იყავით ივანიშვილთან, დიდი ხანია იცნობთ მას? - (ყვირის) ...ბიძინასთან არ ვყოფილვარ მე... ბაკურიანის ამბავს, რომ ვწყვეტდით... და ეგ არ მახსოვს. მხოლოდ ბაკურიანის საკითხებზე, რომ დავიწყეთ მშენებლობა, მხოლოდ მაგის საკითხზე მქონდა შეხვედრა მაშინ იქ“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები